|
2023-05-08 17:45:24, 903 ნახვა
მსოფლიო
მედია - ევროკავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
ევროკავშირი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პოლიტიკო" ავრცელებს. ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა "პოლიტიკო"-ს დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 13-14 მაისს არის დაგეგმილი, მაგრამ დღის წესრიგი ჯერ ოფიციალურად შეთანხმებული არ არის. როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, მოლაპარაკებები კავკასიის ორ ქვეყანას შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიმდინარეობს. 2 მაისს აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხები, მხარეები შეეხნენ ჰუმანიტარულ სიტუაციას, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)