|
2023-05-06 14:42:54, 1115 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მთავრობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეებზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. "ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ქართველები და ევროპელები ერთად ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ვინაიდან, ეს დღე არის როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენ თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. მე მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა, რათა გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან. ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ბევრი საერთო ღირებულებები და ფასეულობები, ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ იდენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზეა დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას კეთილდღეობას ჩვენს ხახლებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)