|
2023-05-04 10:14:31, 740 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე რეგიონის ქვეყნების დახმარების პროცესში და აღნიშნა, რომ დღეს, გლობალური სირთულეების გათვალისწინებით, ADB-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების რეფორმების განხორციელებაში. "ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც აზიის განვითარების ბანკის, ისე განვითარების სხვა პარტნიორების მთავარი პრინციპები უნდა იყოს მოქნილობა და გადამწყვეტი მოქმედება სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ",- აღნიშნულია ინფორმაციაში. მისი თქმით, საჯარო და კერძო სექტორებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენით, საქართველომ დაამტკიცა მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი ერთგულება. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები იძლევა მყარ საფუძველს, გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის. „საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან, რომლის პორტფელიც, დაახლოებით, 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ADB-სთან ერთად სამომავლო თანამშრომლობა წარიმართება საქართველოსთვის პრიორიტეტულ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგო უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, მწვანე და განახლებადი წარმოება, ასევე, დაკავშირებადობა, ელექტროგადაცემა, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საავტომობილო გზები და ციფრული ინფრასტრუქტურა, კორპორატიული მართვის რეფორმირება, ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში და სხვა. დღეს ყველას გვჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას კრიზისიდან გამოსვლის პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია ყოველწლიური შეხვედრის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელზეც მმართველები იხილავენ და ამტკიცებენ ბანკის საქმიანობასთან, ფინანსურ და ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, რეგულაციებსა და ანგარიშებს.
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)