|
2023-05-03 14:24:32, 1374 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ზელენსკი ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდება და შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, შეხვედრაზე პრეზიდენტები უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში, ორმხრივ ურთიერთობებსა და შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. მათივე ცნობით, პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინულ-სკანდინავიურ სამიტში, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები. ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინაში არსებულ საომარ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" შესრულებაზე. ზელენსკი ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)