|
2023-05-01 10:03:02, 837 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში ISIS-ის ლიდერი მოკლეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის სადაზვერვო ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში მოკლეს. ერდოღანის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) თვალყურს დიდი ხანია ადევნებდა. "ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხანია თვალყურს ადევნებს "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. ლიდერს, აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიშს. ეს პირი გუშინ განეიტრალდა ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს", - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლით ხელს უწყობს ევროპის უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ალ-ყურეიში ISIS-ის ლიდერად გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დასახელდა, რაც მისი წინამორბედი სამხრეთ სირიაში მოკლეს. ალ-ყურეიშს ISIS "ძველ მებრძოლს" უწოდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)