|
2023-04-28 14:05:57, 937 ნახვა
საზოგადოება
პატიმარმა სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა
გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, კონსტანტინე ცომაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებული კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. "ბრალდებულმა მიიყენა თვითდაზიანება ბასრი საგნით. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ამ ადამიანს შარშან ჩაუდეს იარაღი, დააბრალეს, რომ თითქოს ის ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, შეადგინეს ყალბი ოქმები, თუმცა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოში უტყუარად დადასტურდა, რომ ის არის უდანაშაულო. მას შემდეგ, რაც მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, მას დააბრალეს ყაჩაღობის ჩადენა. აქაც საქმე გაყალბებულია. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ მას გააჩნია პირველი დღიდან პროტესტის გრძნობა. მას შეზღუდული აქვს ზარების განხორციელების უფლება ოჯახთან",- განაცხადა უფლებადამცველმა, ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)