|
2023-04-26 12:50:06, 739 ნახვა
საზოგადოება
27 აპრილს, ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს
27 აპრილს, ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას 70-ზე მეტი კომპანია მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ 2000-ზე მეტი ვაკანსიიდან შეარჩიონ სასურველი: სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით. „ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით ტარდება. ღონისძიება ,,შერატონ ბათუმში’’, 4:00 საათზე დაიწყება. წელს პირველად, კომპანიების გარდა საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებიც გააცნობენ. დასაქმების ფორუმზე, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს, 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს მაისის თვეში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)