20:32 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 10:22:10, 1545 ნახვა

ომი უკრაინაში
ექვსი თვის განმავლობაში, ირანმა კასპიის ზღვის პორტებიდან რუსეთში 300 000 ჭურვი და მილიონი ტყვია გაგზავნა

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ირანმა კასპიის ზღვის პორტებიდან რუსეთში 300 000 ჭურვი და მილიონი ტყვია გაგზავნა , - ამის შესახებ ამერიკული Wall Street Journal  ახლო აღმოსავლეთში თავის წყაროებსა და  დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

WSJ წყაროების თანახმად, ჭურვების ბოლო ტვირთი ირანის პორტ ბანდარ ამირაბადიდან ასტრახანში გაიგზავნა მარტის დასაწყისში: რუსულმა სატვირთო გემმა "რასულ გამზატოვმა" კასპიის ზღვაზე 2000 საარტილერიო ჭურვი გადაიტანა..

ჯერჯერობით, პრესის ცნობები რუსეთში ირანული იარაღის მიწოდების შესახებ ძირითადად ფოკუსირებული იყო უპილოტო საფრენი აპარატების თვითმფრინავით გადაზიდვაზე, მაგრამ ასევე იყო ცნობები კასპიის ზღვით ე.წ. შაჰიდების გადაზიდვის შესახებ - ამის შესახებ ბრიტანულმა ტელეარხმა Sky News-მა გაავრცელა ცნობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics