17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 11:20:33, 864 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი კეზერაშვილზე - ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული

ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, ვინც ამ უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს.

"რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა კეზერაშვილი და აღნიშნა, რომ BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.

ამასთან, 18 აპრილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილლმა განცხადება გაავრცელა, სადაც „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა და არსებული წილის ნახევარი ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics