19:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 16:48:53, 1696 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - მოსკოვმა ბერლინის ქმედებების საპასუხოდ გერმანელი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტა

მოსკოვმა ბერლინის ქმედებების საპასუხოდ გერმანელი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტა,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

საგარეოს განცხადებით, რუსეთში მნიშვნელოვნად შეიზღუდა გერმანიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა.

"გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიაში რუსული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მორიგი მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბერლინის ამ ქმედებებს...

ბერლინის მტრულ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ გადაწყვიტა გერმანელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევება, ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდა ჩვენს ქვეყანაში გერმანიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა",- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics