|
2023-04-20 16:28:01, 691 ნახვა
საზოგადოება
ბარკალაია - კვლევის მიხედვით, საქართველოს, ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, დიდი წარმატება აქვს
კვლევის მიხედვით, საქართველოს, ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, დიდი წარმატება აქვს,- აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ მომზადებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ, მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, რაც მისივე განმარტებით, ბავშვების მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახა. „საქართველოს, ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, დიდი წარმატება აქვს. თუ გავითვალისწინებთ, პანდემიის ფაქტორს და იმას, რომ რეგიონსა და მსოფლიოში, ბავშვთა სიღარიბე პანდემიის შემდგომ გაიზარდა, საქართველოში, ბავშვთა სიღარიბე იკლებს. ეს მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)