18:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 12:32:11, 868 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ახალ პროექტებს იწყებენ

ევროკავშირი და ევროპის საბჭო „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში ახალ პროექტებს იწყებენ. 

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით, საქართველოში ოთხი პროექტი განხორციელდება, რომელთა ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ცნობით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში, მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს  ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას და ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. 

"გარდა ამისა, „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის" პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან, რაც ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობით მიიღწევა.  

დამატებით, რეგიონულ დონეზე  განხორციელდება სამი პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა  და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა", - ნათქვამია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის" პროგრამის სამომავლო პროექტები საზოგადოებას ადგილობრივი მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე წარედგინა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics