19:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 19:18:59, 757 ნახვა

პოლიტიკა
ოლივერ ვარჰეის პასუხი არასამთავრობოებს - ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე

ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე, - ასე უპასუხასამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მადლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 24 მარტს წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება ყოფილიყო საჯარო და ხელმისაწვდომი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics