09:57 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 14:28:13, 738 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მაია მიქაია შეხვდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორნაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო სიახლეებსა და შრომის უსაფრთხოების ნორმებს, რომელსაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდა დისკრიმინაციის სამმართველოს უფროსი ომარ მარგველაშვილი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო ის ძირითადი პრინციპები, რაც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასზე განხილული იყო  შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა. შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics