|
2023-04-18 13:38:49, 1307 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, „ციფრული ნავსადგურები - Digital Ports I" ფაზის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" იმპლემენტაციის პროცესის ფინალურ ეტაპს მოიცავს. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ასევე საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები, პარტნიორები და სამუშაო ჯგუფის წევრები. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ - ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის მიმართ, საერთაშორისო დონეზე ინტერესია გაზრდილი და ამიტომ, აუცილებელია, რომ ეფექტური და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ. ჩვენ დავნერგავთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბი," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" (MSW) დანერგვის პროცესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამისა და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს როგორც პროგრამულ, ისე სისტემის მატერიალურ უზრუნველყოფას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD) მხარდაჭერით, განხორციელდა „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" უშუალო განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავება, ხოლო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის - DAI ფარგლებში შეფასდა „საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპის" იმპლემენტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების რელევანტურობა, ასევე შემუშავდა გემის აგენტების პროგრამის რეგულირების მექანიზმი და საწვრთნელო პროგრამა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია MSW დანერგვის პროცესში. პროექტი, ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, სანავსადგურე სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ციფრული პორტები" გულისხმობს საპორტე სექტორში სახელმწიფო სერვისების გაციფრულებას და ერთი ონლაინ-პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში (MSW) გაერთიანებას. აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს საქართველოს ნავსადგურებში გემის შესვლა/გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სანავსადგურე და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ხელს შეუწყობს უწყებათაშორის კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს პორტებში საჭირო პროცედურების დროს. აღსანიშნავია, რომ „ერთი ფანჯრის სისტემის" - „ციფრული ნავსადგურების" დანერგვით, სრულად შესრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით საზღვაო სფეროში გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები. ქვეყნის საზღვაო სექტორი უპასუხებს ევროპულ სტანდარტებს, საპორტო სისტემები კი თავსებადი იქნება ევროპულთან. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" დანერგვის პროექტი არამხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ციფრული ჰაბის ფორმირებასაც შეუწყობს ხელს, რაც გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას. პროექტს განახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული საკონსულტაციო კომპანია Hamburg Port Consulting (HPC), რომლის წარმომადგენლებმაც, ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის განხორციელების დეტალური გეგმა, მოსალოდნელი შედეგებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)