|
2023-04-14 11:22:47, 1106 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო CSR აქტივობები
ბაზისბანკმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურმა ინსტიტუტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა. 13 აპრილს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ბანკის მხრიდან ფინანსური კონტრიბუცია განხორციელდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ შვილობილებს, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ასევე, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრის, „ბედნიერი სახლის“ მხარდაჭერასა და განვითარებას. ასევე, ბაზისბანკის თანამშრომლების ჩართულობითა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის, „ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ვჭირდებით“, ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათ სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები გადასცა. „ბაზისბანკისა და ბერი ანდრიას ფონდის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საამაყო და მნიშვნელოვანია მსგავსი სახის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. ასევე აღსანიშნავია, რომ სააღდგომო კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური რესურსების კონტრიბუცია. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისაგან მსგავსი სახის საქველმოქმედო კამპანიები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)