|
2023-04-11 12:28:58, 1098 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი თოჯინების თეატრების გაერთიანების სპონსორი გახდა
ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ბანკი თეატრის სპონსორი გახდა. მემორანდუმის ხელმოწერა რეაბილიტირებულ, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საზეიმო გახსნაზე შედგა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობის დაწყება. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. კულტურის სფეროს პროექტების მხარდაჭერის არაერთწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგადაც, ბაზისბანკის ხელშეწყობით, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, ბაზისბანკი, მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)