15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 11:44:09, 693 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, N30 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პარკის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსგავსი ფართობის პარკის მოწყობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენს ქალაქს ისე არაფერი უხდება, როგორც მწვანე სივრცეები. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა - დაახლოებით, 8 700 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც მიტოვებული და მოუწესრიგებელია. ირგვლივ სულ კორპუსებია და რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ სივრცეში პარკის მოსაწყობად პროექტი შემუშავდეს.

„ამ ადგილიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არსებობს. ვავალებ ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, შემუშავდეს პროექტი, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგდეს და პარკი გაშენდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics