02:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 09:39:39, 1518 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რელიგიურ წმენდას ახორციელებს

რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რელიგიურ წმენდას ახორციელებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, შემოჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლებმა რელიგიური დევნის, სულ მცირე, 76 აქტი ჩაიდინეს.

ოკუპანტებმა დახურეს, ნაციონალიზაცია მოახდინეს ან იძულებით გადააკეთეს კრემლის მიერ კონტროლირებადი მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია, მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს, სულ მცირე, 29 სასულიერო პირი, გაძარცვეს, შეურაცხყვეს ან განზრახ გაანადგურეს მინიმუმ 13 სალოცავი ადგილი.

„აღნიშნული რელიგიური რეპრესიები, არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევებს, არამედ მიზანმიმართულია უკრაინაში „არასასურველი“ რელიგიური ორგანიზაციების სისტემატური მოსპობისა და მოსკოვის საპატრიარქოს პოპულარიზაციის მიზნით“,- განაცხადეს ანალიტიკოსებმა.

მათივე ცნობით, დამპყრობლების მთავარი ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე, მაგრამ ეს ასევე მიდის სხვა რელიგიური მოძრაობების მიმართაც, რომლებიც კრემლისთვის მიუღებელია. 

"რუსები დევნიან ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, ჰარე კრიშნასებს, მეშვიდე დღის ადვენტისტებს, იეჰოვას მოწმეებს, კათოლიკეებს, პრესვიტერიანებს, მეთოდისტებს, ლუთერანებს და ზოგიერთ მუსულმანურ მოძრაობასაც კი",- აღნიშნულია ანგარიშში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics