|
2023-04-07 16:48:12, 696 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ქართველი მოსამართლეებისთვის კორუმპირებულის იარლიყის მიწებება მიუღებელია - პარტნიორები ასე არ იქცევიან
საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. "ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული არის, ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებით, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში, ის რაც ყველამ ჩვენ ვიცით, თუმცა სპეციფიურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება, მართალია თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, თუმცა ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების პიროვნული შეტევა და მათი, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)