|
2023-04-05 11:28:00, 1235 ნახვა
საზოგადოება
გიგაური - ელექტროენერგიის ბაზარზე არიან კომპანიები, რომელთა მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 40%-ით. ცხადია, ეს გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გიგაურის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იკვლევს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მიზეზებს, კვლევაში კი კორუფციის ნიშნები იკვეთება, რადგან ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული შუამავალი კომპანიების მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან. "ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის მთავარი მოთამაშე, რომელიც ფუნქციონირებს ელექტროენერგიის სექტორში, საიდან შემოგვაქვს ელექტროენერგია, სად გაგვაქვს ელექტროენერგია და რატომ გვაქვს ის ტარიფი, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენი კვლევა ეხება 2010-2022 წელს და კვლევის შედეგად, დავადგინეთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 40%-ით. ცხადია, ეს გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ბევრი მოქალაქე კითხვა სვამს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ელექტროენერგიის ბაზარზე არიან შუამავალი კომპანიები და ამ კომპანიების მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან, აქ ჩვენ ვხედავთ აშკარად კორუფციის რისკებს. ხელისუფლებისგან ჩვენ ამ ყველაფრის ახსნა ვერ მივიღეთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)