|
2023-03-31 13:03:02, 981 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი „ოცნებას“ - რაც არ უნდა ეცადოთ, დამემუქროთ იმპიჩმენტით, ამიკრძალოთ ვიზიტები და დამიწუნოთ ქართული - მაინც ვერ შემცვლით
რაც არ უნდა ეცადოთ, დამემუქროთ იმპიჩმენტით, მიჩივლოთ საკონსტიტუციოში, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემ ოჯახს,მაინც, ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას", პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის გარანტი. "შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ალბათ საჭიროა, რომ მართლა შეგახსენოთ. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს უმაღლესი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ასე, რომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და ხან რომელს მიმაწებეთ. ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემ ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ. მაინც, ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს. ვერ შემცვალეთ და ესეც იქნება მომავალში. როგორც ამბობენ, საქმემან შენმან წარმოგადგინოს შენო",- განაცხადა პრეზიდენტმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)