03:50 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 12:24:40, 1081 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ახია ჩვენზე, ვუფრთხილდებით რუსეთს და არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს

ახია ჩვენზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება ოკუპირებულებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა, იმავე ზრდილობით და მოწიწებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან არამეგობრული პოლიტიკის შედეგად, "დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც, ტრადიციულად, ითვლებოდნენ, როგორც ჩვენს მთავარ მხარდამჭერად".

"იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს, ბელარუსის პრეზიდენტი, არ გვიფრთხილდება და არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და პირდაპირ უღალატა არაღიარების პრინციპს. ახია ჩვენზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება ოკუპირებულებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა, იმავე ზრდილობით და მოწიწებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც, ტრადიციულად, ითვლებოდნენ, როგორც ჩვენს მთავარ მხარდამჭერად", - განაცხადა პრეზიდენტმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics