|
2023-03-30 16:23:32, 991 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს
"საქართველოს ბანკი" საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის "უფასო ვებგვერდი ბიზნესს" მეორე ეტაპს აგრძელებს. მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ 70 კომპანია შეძლებს ბიზნესის გაციფრულებას. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. ინიციატივის ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურს. „დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ციფრული არხების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს ბანკი იმ მიზნით ჩაერთო პროექტში, რომ კიდევ უფრო მეტმა ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და დისტანციური არხებით წარმატებული საქმიანობა. აღნიშნული ინიციატივა ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის განვითარებას. მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, ონლაინ გადახდის სისტემის მეშვეობით კიდევ უფრო გაზარდოს გაყიდვები და გადავიდეს დახვეწილი ელექტრონული კომერციის ეტაპზე“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბეჟიაშვილი. ინფორმაციისთვის, პროექტი “უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ კომპანია „ინტეგრალის“ ჩართულობით ხორციელდება, რომელიც მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებგვერდის შექმნაში ეხმარება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)