|
2023-03-30 09:33:11, 1091 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - 2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში, 2015 წლიდან, ამოქმედდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შექმნის დღიდან, მკურნალობაში ჩაერთო 81,184 ადამიანი, აქედან, უკვე განიკურნა 56772 პაციენტი. თუ, 2015 წელს, დაავადების მაჩვენებელი, მოსახლეობის 5.4% იყო, 2021 წელს, შემცირდა 1.8% მდე, ანუ 67%-ით. ეს იყო მართლაც გარდამტეხი პროგრამა, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2025 წლის ბოლოსთვის, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, წლიდან წლამდე, იზრდება პროგრამის ბიუჯეტი, რადგან მიზნობრივი პროგრამებისა და მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია შესაფერისი რესურსების მობილიზება, თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების სწრაფად დანერგვა და ახალ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. „ამ მზარდი რესურსებით, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, თუ სხვა მიზნობრივი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით. ამით, მოსახლეობას შესაძლებლობას ვაძლევთ, მიიღონ როგორც პრევენციული სერვისები, ისე დაცულები იყვნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებისგან, ვგულისხმობ, ტუბერკულოზს, აივ/შიდსს, C ჰეპატიტს, B ჰეპატიტს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 1 451 747 000 ლარია, აქედან, 880 მილიონი ლარით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, დანარჩენი თანხით კი სხვადასხვა მიზნობრივი, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, მათ შორის - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაფინანსდება.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)