|
2023-03-29 12:11:02, 649 ნახვა
საზოგადოება
აგრარულ საკითხთა კომიტეტში შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიში მოისმინეს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომპანიის 2022 საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიის დირექტორმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. თენგიზ ნასარიძემ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების დინამიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგები ხელშესახები და შთამბეჭდავია. „აღსანიშნავია, რომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წყალუზრუნვეყოფილი ფართობი 45 000 ჰექტარიდან 164 000 ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000-დან 44 000 ჰექტარამდეა გაზრდილი. კომპანია 2023 წელსაც აქტიურად აგრძელებს სამელიორაციო ინფასტრუქტურულ სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 61,5 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. კომპანიის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმით, წელსვე დაგეგმილია 52 პროექტის დაწყება, ჯამური ღირებულებით 100,9 მლნ ლარი. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელების შედეგად, რეგულარულად, დამატებით, 14 570 სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, წყლის მიწოდება 22 865 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტარით გაიზრდება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ კორპორაციული და ექსპლუატაციის დირექტორები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)