08:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 14:44:58, 1669 ნახვა

ომი უკრაინაში
ანგარიში: ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ბახმუტში და მის გარშემო ცხოვრობს საშინელ პირობებში

ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ბახმუტის რეგიონში ცხოვრობს საშინელ პირობებში, შეზღუდული ხელმისაწვდომობით პირველადი მოხმარების საგნებზე, - ამის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, ამჟამად 10 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს თავად ბახმუტში და მეზობელ ქალაქებში კონსტანტინოვკაში და ჩასოვ იარში. ბახმუტში, დაახლოებით 3,5 ათასი მოსახლეა დარჩენილი, მათ შორის 32 ბავშვი.

წითელი ჯვრის თანამშრომლები არიგებენ ჰიგიენური საშუალებებს, მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს და სასმელ წყალს, მაგრამ ეს არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთების სრული სია.

ქალაქი ცენტრალური გათბობის, გაზის, ენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. გაეროს ამ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დღეს მთელ ბახმუტში მხოლოდ ოთხი სამედიცინო მუშაკი დარჩა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ფართომასშტაბიანი გეგმა დაიწყო, თუმცა ზოგიერთმა მცხოვრებმა საკუთარ სახლებში დარჩენა არჩია. ძირითადად მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ოჯახის უმცროსი წევრებიც იძულებულნი არიან დარჩნენ მათთან ახლობლების მოვლა პატრონობის გამო.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რეგიონში დახმარების მიწოდება რთულდება და ვითარება დღითიდღე უარესდება.

ბახმუტი უკვე რამდენიმე თვეა ფრონტის ყველაზე ცხელი სექტორია, ქალაქისთვის ბრძოლები დღე და ღამე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics