|
2023-03-20 16:40:22, 1228 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან: პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, ასევე მოსამართლეები ტომოკო აკანე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების ქმედებები შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, რაც გულისხმობს უდანაშაულო პირის პასუხისმგებლობაში მიცემის უკანონო ბრალდებას და ამასთან ერთად, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას, რათა გართულდეს საერთაშორისო ურთიერთობები. „სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად უკანონოა, რადგან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“, - თვლის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)