|
2015-02-08 15:39:41, 1021 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის საამაყოა, რომ იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ძალიან სწრაფად მოხდა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის და ის ფაქტი, რომ მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძება, არის ჩემთვის საამაყო,-განაცხადა მიუნხენში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას. ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა, თუმცა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოძიების პროცესში იყო ჩართული. “მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, რასაკვირველია მაქვს ინფორმაცია ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია დაველოდოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას,”-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)