12:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 09:14:19, 1516 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება რთულია - საჭიროა, მტრის ძალის განადგურება და გავანადგურებთ

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავე და მტკივნეულია. საჭიროა, მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ გავანადგურებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. 

„ბელოგოროვკა და მარინკა, ავდეევკა და ბახმუტი, უგლედარი და კამენკა და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, სადაც იბრძვის ყველა უკრაინელის მომავალი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს და იბრძვის უკრაინისა და თავისი თანამებრძოლებისთვის. მადლობა ყველას, ვინც არასდროს გვღალატობს, ვინც ახლოსაა პოზიციებზე. დღეს განსაკუთრებით აღვნიშნავ 92-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებს ბახმუტის რაიონში წარმატებული მოქმედებებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics