15:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 16:28:26, 1353 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი ​- კანონპროექტის გაწვევა კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო

ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ბორელი წერს, ქართველი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო.

"ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო",- წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე და ფოტოს აქვეყნებს: 

შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდანაც გამოიწვია. როგორც პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს განუცხადა, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში "განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია". 

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics