22:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 16:58:57, 737 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო, დაპირისპირებაა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ პარტიას კანონპროექტის განხილვის დაწყების უფლებას არ აძლევენ.  ადგილზე რამდენჯერმე იყო როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი დაპირისპირება. 

ფრაქცია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ადგილი დაიკავა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი დემონსტრაციულად დახია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, სადაც საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics