|
2023-03-02 09:32:22, 402 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში
გასულ კვირაში, მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებებში და ბაზარზე მათ დომინანტობაში, რაც სამწუხაროდ, რეალობაა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებობს ჰოლდინგები, რომლებიც აერთიანებს წამლის იმპორტიორ, დისტრიბუტორ, საცალოდ გამყიდველ და რიგ შემთხვევებში, ადგილობრივად მწარმოებელ კომპანიებს. ასევე, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ასეთ ჰოლდინგებს აქვთ ბაზარზე დომინირებისა და თამაშის წესების კარნახის შესაძლებლობა. „ეს ჩვენთვის მიუღებელია. დაწესებული რეგულაციებითა და კონტროლით მივაღწევთ იმას, რომ ბაზარი იყოს, რაც შეიძლება, გამჭვირვალე, ჩვენი მოქალაქეებისთვის კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც სამედიცინო სერვისები, ისე – მედიკამენტები. საბოლოო ჯამში, რა საკვირველია, ჰოლდინგების დაშლამდე მივალთ. სხვა შემთხვევაში რეფორმა და ცვლილება ვერ მიიღწევა, რადგან ასეთ ჰოლდინგებს შეუძლიათ, ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღება. ზუსტად მსგავსი ტიპის შეთანხმებებით, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა. ასევე, ჰოლდინგებს შეუძლიათ, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები. წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის – მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი, ეს ფასი გადაიხადოს. ამიტომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ კიდევ მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე და მცირე ზომის კომპანიებს ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე დისტრიბუციისა და აფთიაქების ნაწილში. ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, სრულად რეალიზებული იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)