13:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 12:16:54, 565 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხი განიხილეს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების, ასევე, „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებზე გაამახვილა.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ადასტურებს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. ვფიქრობ, ჩვენ გაგვაჩნია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მასშტაბური პოტენციალი, რაც ორმხრივად სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„საქართველო, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებით, არაბი ინვესტორების ინტერესის საგანს წარმოადგენს. მივესალმებით ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს “, -  აღნიშნა აჰმედ ალნუაიმმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ხილი, მოცვი, თხილი, და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.   

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ნოემბერში, არაბთა გაერთიანებული საამიროები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (UNFCCC COP 28) მასპინძლობს, სადაც ელჩმა ოთარ შამუგია პერსონალურად მიიწვია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics