02:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 19:58:22, 836 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან, ჩვენ მას ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია წარვუდგინეთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო ნოტა შეთანხმებული იყო 27 ევროკავშირის ქვეყნის მიერ, ერთობლივი ნოტა ბრიუსელში, ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით შედგა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის ქვეყნების საპროტესტო ნოტა გადასცეს, ხოლო თავისმხრივ რატი ბრეგაძემ მათ მოახსენა თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად.

მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია.

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ცნობებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო ნოტა შეთანხმებული იყო 27 ევროკავშირის ქვეყნის მიერ. ერთობლივი ნოტა ბრიუსელში, ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით შედგა. ჩვენ ძალიან ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მას წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია და მან თავის მხრივ, გაგვაცნო თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics