23:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 15:23:17, 933 ნახვა

სამართალი
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოიგო

კულტურის სამინისტროდან საკადრო წმენდის დროს გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან  გათავისუფლება და მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

SJC-ის ცნობით, გათავისუფლების რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო. შესაბამისად, მათი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო. 

გიორგი ჯამბურია  სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა  მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება.  ის ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics