06:16 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 09:29:48, 760 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხელისუფლება უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო

ეროვნული ინტერესები არის პირველი და ხელისუფლება უნდა იყოს, ამიერიდან, ჩვენიდან დაწყებული ვინც არ უნდა მოვიდეს, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მდინარაძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ სხვა მთავარ გამოწვევებთან ერთად არსებობს პატარა ნიუანსი, რაც ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. 

მისივე თქმით, ინფორმირებული არჩევანი არის ხალხის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რომ მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს.

„გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა არის განვითარება, ეროვნული, ფიზიკური, ეკონომიკური უსაფრთხოებაა მთავარი გამოწვევები და ერთ-ერთი პატარა ნიუანსი და რგოლია მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც ამ დიდ მოქმედებების ჯაჭვში ერთ-ერთი შეიძლება იყოს ამაზე დათანხმება. იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოებაა და ინფორმირებული არჩევანი არის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხალხის და არა ხელისუფლების, რაც შეიძლება ბერკეტს წარმოადგენდეს, რომ მან უზრუნველყოს, მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. ამის იძულება ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამის ბერკეტი ხალხს ექნება და არ მოხდება ის რაც დაგვემართა მაგალითად 2012 წლამდე.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics