21:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:26:14, 1560 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ელჩი დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი ლენ ტრეისი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატის დაბარება, კიევის რეჟიმის მხარეს საომარ მოქმედებებში შეერთებული შტატების მზარდ ჩართვას მოჰყვა. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებით და სამხედრო პერსონალით ამარაგებს, რათა იერიში მიიტანონ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს პირდაპირ ადასტურებს შეერთებული შტატების განცხადებების სიცრუეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები არ არის კონფლიქტის მხარე.

ვაშინგტონს სიტუაციის ესკალაციისთვის მოუწოდეს, რომ გადადგას ნაბიჯები, და გაიყვანოს შეერთებული შტატების და ნატო-ს სამხედრო ტექნიკა ომის ველიდან და შეწყვიტოს ანტი-რუსული მოქმედებები.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics