|
2023-02-21 12:56:11, 759 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - ვეტოს ადებს ბუნებაში არარსებულ კანონს, ასეთი რამ მარგველაშვილსაც არ უკადრია
დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს არც ერთი კანონი არ აქვს წაკითხული,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით,ზურაბიშვილი ვეტოს ადებს ბუნებაში არარსებულ კანონს და ასეთი რამ მარგველაშვილსაც არ უკადრია. "მე არ მგონია პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული კანონი ან რუსული ან ეს კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, არცერთი აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ, პრეზიდენტს არაერთხელ უცდია შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არაა ჩვენი მიზანი და ამოცანა. საერთოდ არ არის კანონპროექტის განხილვა ჯერ დაწყებული და უკვე ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი ისე, რომ შინაარსი არ იცის, რა იქნება მიღებული და წინასწარ აცხადებს ვეტოს, ეს ღიმილის მომგვრელია. თვითონ აცხადებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი. ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ განხილვებიც კი არ არის დაწყებული პარლამენტში და უკვე ვეტოს ადებს იმ კანონს, რომელიც მიღებული არ არის და, საერთოდ, ბუნებაში არ არსებობს. ანუ, კანონი არ არსებობს და არარსებულ კანონს ადებს ვეტოს",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". აღნიშნულ კანონპროექტს ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ აგენტების დევნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკური დაჯგუფება ირჩევს კანონის ინიცირებას, რომელიც თავისი შინაარსით არა ევროპას, არამედ რუსეთის მანკიერ მოდელთან აახლოვებს საქართველოს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)