|
2023-02-21 11:38:41, 773 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს
ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღნიშნული სიის სათვეში "ხალხის ძალის" წევრები უნდა იყვნენ. "ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს. სიის სათვეში "ხალხის ძალის" წევრები უნდა იყვნენ. არ უნდა შეეძლოთ ევროპაში და აშშ მოგზაურობა, სწავლა, სამსახური, ბიზნესი არც მათ, არც მათი ოჯახის წევრებს. ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყაში კლავდნენ და ღუდუშაური აშშ ისვენებდეს სად მოსულა. სანამ ასე კონკრეტულად არ შეეხებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მანამდე იზამენ ყველაფერს რაც უნდათ",- წერს წითლიძე. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)