04:19 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 10:47:58, 775 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - მწამებლები იყვნენ თვითონ. დროა, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად აგონ პასუხი

იუსტიციის მინისტრის  განცხადებით, ფაქტები ცხადყოფს, რომ მწამებლები თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები  იყვნენ და ახლა  ისინი ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თვითონ „წარმატებით" აკეთებდნენ.

„დრო არის ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული. და როგორც სამართლებრივად, უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც. 

"მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა, და, შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში?  – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს; ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც აკეთებდნენ თვითონ „წარმატებით", დააბრალონ სხვას. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ პოლიტიკურ ვერდიქტს მათთან მიმართებით მიიღებს ქართველი ხალხი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა  „იმედი LIVE"-ში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics