|
2023-02-18 13:00:36, 877 ნახვა
პოლიტიკა
სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ილესს, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორს ალექსანდრე დარასს და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელს, ხათუნა ზალდასტანიშვილს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება საქართველოს ცირკულარობის დონის შეფასების დოკუმენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ შვედეთის მხარესთან კოორდინაციით მოხდა ე.წ. დარუკება. მაკროეკონომიკის და სექტორალურ დონეზე შესწავლილი იქნა თუ როგორია ცირკულარობის დონე. შემდეგ ეტაპზე შემუშავდება სტრატეგია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სწორედ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, ასევე კერძო სექტორის გაძლიერება. საუბარი შეეხო ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს. „საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები განვიხილეთ. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი ხედვები, მოსაზრებები და მათგან საუკეთესო ვერსიაზე შევჯერდებით“, - აღნიშნა შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში, ერიკ ილესმა. ალექსანდრე დარასმა ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)