10:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 12:35:12, 994 ნახვა

მსოფლიო
თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 45,000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 45,000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 39 672 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 800-ს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics