|
2023-02-17 20:56:14, 880 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია ენმ-ზე - როდესაც ოკუპანტს საქართველოში შემოჭრას „უპრავებ“, ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს
„2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ომი ბურუსით არის მოცული, ძალიან ბევრი რამ საეჭვოა, „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებები, აყოლა პროვოკაციაზე, რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ ხელის კაპიტულანტური მოწერა დოკუმენტზე, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს გაუფრთხილებლად შეტევა კასეტური ბომბების და მძიმე არტილერიის გამოყენებით, ამან შექმნა პრაქტიკულად ის ნარატივი, რომ საქართველო ღამის ცხინვალს ბომბავდა და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ ეკისრება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის კომენტირებისას, სადაც საუბარია აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. მისივე თქმით, ნაცმოძრაობას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გადააბრალოს „ქართულ ოცნებას“, ქართველ ხალხს, შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვის ძალებს, ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ბრიყვულ ქმედებებზე. როგორც ოდიშარია აღნიშნავს, კითხვის - ვინ დაიწყო ომი, რეალური ადრესატი ნაციონალური მოძრაობაა. „ჩვენ არ შევდივართ ამ საკითხში ღრმად, რადგან არ მიგვაჩნია თავი ამ შეკითხვის ადრესატად. ვფიქრობ, ეს შეკითხვა უნდა დაუსვათ ნაცმოძრაობის ყველა წევრს, რომელიც დღესაც ბედავს და ცდილობს მიიტაცოს „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოპოვებული გამარჯვება. იცით თქვენ, ბოლო ხანებში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო პრაქტიკულად გამართლდა და ეს შეძლო ქართულმა ხელისუფლებამ და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დროის მენეჯმენტის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მოხერხდა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)