03:15 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 12:25:25, 825 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც დემოკრატიულ და სამართლიან განცხადებებს მოისმენ

ამერიკული კანონის თარგმნის მერე აღარ იტყვიან, რომ რუსული კანონპროექტია და თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" მომზადებულ პროექტზე საუბრისას განაცხადა. 

მაჭარაშვილი ასევე თვლის, რომ ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებების მოსმენა. 

"შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია. ნათარგმნიც იქნება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არ არის რუსული კანონპროექტი. თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან?

მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებების გამო. არ შეიძლება არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს.როცა წაიკითხავ, იქ საერთოდ სიტყვა არ წერია შეზღუდვაზე. 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებები მოისმინოს საქართველოს და არა მარტო საქართველოს საზოგადოებამ",- ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics