|
2023-02-15 18:47:07, 1903 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ გაუარესებაზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯი და მისცეს პატიმარ სააკაშვილს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობის, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება. ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით გამოიყენოს. "ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო თვლის, რომ პატიმრების მიმართ, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, მოპყრობა არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს მთავრობის ერთგულებისა ევროპული ღირებულებების და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაუშვას ის სათანადო სამედიცინო დახმარების მისაღებად საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით, რაც იქნება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა კვლაც აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას. ევროპარლამენტი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილი იქნება სერიოზული დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)