02:15 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 11:45:17, 932 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი - 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ, რომ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ხალხის ნება დავანახოთ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მარგველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა უკრაინელ ხალხს, რომელმაც რუსეთს საკადრისი პასუხი გასცა, მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.

ექსპრეზიდენტის თქმით, გარდა ამისა, საზოგადოებამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებული ნება აქვს და რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას იმსახურებს.

"დღეს უკრაინაში და ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აუცილებელია, დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მებრძოლების მიმართ, ვინც შეაჩერა რუსული აგრესია და საკადრის პასუხს სცემს მათ. 

მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, არამედ საქართველოს თავისუფლებასა და ღირსებას. 

ჩვენ 24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და საქართველო, როგორც თავისუფალი და ღირსეული ხალხის ერთობა, იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. 

სწორედ ამიტომ, უკრაინის სოლიდარობისთვის გელოდებით ყველას 24 თებერვალს, 19:00 საათზე რუსთაველზე. სიმართლე გაიმარჯვებს! ერთობა გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს მარგველაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics