|
2023-02-13 15:26:59, 992 ნახვა
პოლიტიკა
„პოლიტიკური თავდასხმაა“ - პრეზიდენტის მრჩეველი ადმინისტრაციიდან ნახატების გატანაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორბელიანების სასახლიდან სვიმონ დადიანის 5 ექსპონატის გატანას ინსტიტუტზე განხორციელებულ პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს. როგორც განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორბელიანის სასახლეში ექსპონატების შენახვის ვადა დაცული იყო და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. "იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი ნამუშევარი შეირჩა ხელოსნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად დაზიანებული მოვიდა სასახლეში. ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან და ვადებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ვადები ყველანაირად დაცული იყო და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, და შესაბამისად, ეს ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა საქართველოში, რომელსაც იცავს საქართველოს უშიშროების სამსახურიდან დაწყებული სპეციალური დანიშნულების ორგანიზაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას ან მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ასევე თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული ამ საკითხთან", - განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მივიდა. როგორც გენინსპექციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 წლის წინ წაღებულ სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევრის გადატანა იგეგმებოდა. კულტურის სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადება, რომლითაც თბილისში, ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ხდება, "თანამედროვე საქართველოს ნამდვილად არცხვენს".
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)