01:16 - 13 Aug, 2026
|
2023-02-10 19:20:08, 902 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში დორინ რეჩანმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს. დორინ რეჩანს აქამდე მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა, 2012-2015 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, დღეს, 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)