01:16 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 12:29:51, 1003 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ირაკლი კობახიძეს, თანაგუნდელებთან ერთად, იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს ვნახავთ

ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი დაამკვიდროს, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ბოლო კვირებში უკრაინას დასახლება არ აუღია და ამ ეტაპზე უპირატესობა რუსეთს აქვს". 

ვაშაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რათა გამოჩნდეს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგას. 

"ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც არ ამბობენ - თითქოს, რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში. რატომ საუბრობს ამას ირაკლი კობახიძე? საკუთარ ბედს "ქართული ოცნება" უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ისინი არიან შეთქმულების მონაწილენი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება ბევრი და ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის გზა არ არის ლაჩრობის, სიმხდალის, ღალატის გზა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ, რომ თავის თანაგუნდელებთან ერთად, იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს ვნახავთ, რუსეთის ფედერაციაში. მოუწევთ იქით გაქცევა, რადგან ეს ღალატი, როგორც კი რუსეთი დამარცხდება, არ შერჩებათ არც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics